თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს სამოქალაქო კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2. სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები
სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნებია:
- ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
- ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
- ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
- სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
- მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
- მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
- განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა
მუხლი 3. სამოქალაქო კლუბის ფუნქციები:
- 1. სამოქალაქო კლუბის აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
ü სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა;
ü მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
ü სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
ü ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა
ü ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
ü მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან, არასამთავრობო, საერთაშორისო, ბიზნეს და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
ü მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
- 2. სამოქალაქო კლუბის მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტიკცება
მუხლი 4. სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას, კოლეგიალურობას.
მუხლი 5. სამოქალაქო კლუბის წევრი
სამოქალაქო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და სამოქალაქო კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.
სამოქალაქო კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
სამოქალაქო კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
სამოქალაქო კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6. სამოქალაქო კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პროგრამების მუშაობას სკოლის ადმნისტრაციასთან ერთად;
ი) უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიების, დებატების ორგანიზების, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობების, სპეციალური სტუმრების მიწვევის, ტრენინგების, სემინარების, სადისკუსიო კლუბის შეხვედრების, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას;
კ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
- კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
- კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
- კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
- სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
ბ) სამოქალაქო კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
Комментариев нет:
Отправить комментарий