სამოქალაქო განათლების კლუბი მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
სსიპ.ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეების შემადგენლობით ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი.
კლუბს განსაზღვრული აქვს მუშაობის წესები,მიზნები და ამოცანები.
კლუბის მიზნები:
- დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღქმაში;
- გაუღვიძოს საკუთარი ქვეყნისადმი მზრუნველობის სურვილი;
- ასწავლოს სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; გააცნობიერებინოს, რომ მას შეუძლია და მართებს საკუთარ ქვეყანაში (თემში/მუნიციპალიტეტში/სახელმწიფოში) პოზიტიური ცვლილებების განხორციელება;
- გამოუმუშავოს მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობის, კონფლიქტის მართვის, სამეწარმეო და ფინანსური) და ღირებულებები/დამოკიდებულებები (ადამიანის უფლებების, განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა);
- დაეხმაროს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების გათავისებაში;
- ჩამოუყალიბოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კულტურა.
კლუბში მუშაობა წარიმართება "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.
კლუბს აქვს წესდება,გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი.
კლუბი შეხვედრებს განახორციელებს თვეში ორჯერ.
Комментариев нет:
Отправить комментарий